ანომალიურ სიცხეს ებრძვის ქუვეითი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ტემპერატურამ მზეზე 70 გრადუსს, ჩრდილში კი 53 გრადუსს მიაღწია.
ანომალიური სიცხის გამო, მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მიმდინარე ზაფხული, ბოლო 70 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელი იქნება.