გავრილოვის გამო კოსაჩოვისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად ნინო ბურჯანაძე უკვე ლიდერად წარმოჩენას ცდილობს და გავრილოვის გამო კოსაჩივისთვის ბოდიშის მომხდელი ნამდვილად არ მინდა ორგანიზატორად, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
მთლად ორგანიზატორად არაფრით არ მინდა გავრილოვის გამო კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი ქალბატონი
როგორც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა მიდის პროცესი, რომ ცოტა მეტი უფლებები მოინდომა რუსულმა ვექტორმა. „მთლად ორგანიზატორად არაფრით არ მინდა გავრილოვის გამო კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი ქალბატონი. შოკში ჩავვარდი, ნინო ბურჯანაძისა და კოსაჩოვის საუბრის ჩანაწერი მოსმენილიც არ მქონდა, გაოგნებული ვარ. სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული აქვს ჩვენება, ბრალი წაყენებული, რომ საქართველომ ომი დაიწყო. მაშინ სალომე ზურაბიშვილს 24 საათი რატომ „ვუბრახუნე“, „ამოვადინე“, რომ გამოიყენეს რუსებმა მისი გამონათქვამი, რუსეთმა დაიწყო ომი და სტრასბურგმა, საბედნიეროდ, გვიპასუხა.
გვახსოვს ბურჯანაძის გამოსვლები, რომ გორს ბომბავდა სააკაშვილი. აქციაზე მომსვლელი იმისტებიც არიან, ამისტებიც, მაგრამ ხალხი დასავლეთის მომხრეა
გვახსოვს ბურჯანაძის გამოსვლები, რომ გორს ბომბავდა სააკაშვილი. აქციაზე მომსვლელი იმისტებიც არიან, ამისტებიც, მაგრამ ხალხი დასავლეთის მომხრეა“ – განაცხადა ჩრკვიანმა. მისი თქმით, ხალხმა ნინო ბურჯანაძეს განაჩენი გამოუტანა და არ მისცა ხმა, რის გამოც ის პარლამენტში ვერ მოხვდა. „ხალხმა მანდატი ბურჯანაძეს არასოდეს მისცა. ვექტორი, რომელიც ხალხმა გაანულა, ჩვენ რატომ ვაცოცხლებთ. ხალხმა დასაჯა რუსეთის გვერდით დგომისა და პუტინთან გარიგების გამო. ჩვენ ვთქვით, რომ ვადამდელი არჩევნების გამო გავერთიანდებით. თქვენ ვერ ხედავთ, რომ პოლიტიკური გვამების გაცოცხლების მცდელობაა იქ? ლიდერად მისი წარმოჩენა ოპოზიციაში, ეს რუსეთისთვის ნიშანია, რომ ხელისუფლებაში შემძვრალია რუსეთი და ახლა უკვე ოპოზიციაშიც არის შემომძვრალი. ცოტა რიდით და ჩრდილით იდგეს ეს ქალბატონი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, 30-წლიანი ნათაღლითარების, პოლიტიკური გვამების – ბოკერია-ბურჯანაძის გაცოცხლების გამო, ხალხი არ მიდის აქციაზე. „როგორ შეიძლება, 30 წელი ვუყუროთ ამათ კორუფციას და მაიმუნობას. ვიღაცას ეგონა, რომ შემეშინდებოდა, პროცესი არ ჩაიშალოს. გულწრფელად ანთებული ხალხი ტიროდა გუშინ აქციაზე, ისინი ებრძვიან ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას, შენ ახვედრებ იქ ლიდერის მდგომარეობაში კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელ ბურჯანაძეს, თვალებდათხრილ გოგო-ბიჭებს, ხალხს, რომელმაც ბოდიში მოუხადა კოსაჩოვს გავრილოვის გამო.
როგორ შეიძლება, 30 წელი ვუყუროთ ამათ კორუფციას და მაიმუნობას. ვიღაცას ეგონა, რომ შემეშინდებოდა, პროცესი არ ჩაიშალოს
რა არის, რას ჰგავს? არაფრით არ დავუშვებ ამას, გამორიცხულია. თუ შეიძლება რიდით და მოკრძალებით იყოს ამ პროცესში რუსული ვექტორი, რათა არ გათამამდეს რუსეთი, არ იფიქროს, ოპოზიციაშიც შევყავი თავიო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, როგორც უპირობოდ დასავლეთის მომხრე თამარ ჩარკვიანისა, რომელიც ამ აღვირახსნილ ხელისუფლებას ზუსტად მაგიტომ ვებრძვი. მართალია, ოპოზიცია გაერთიანდა, მაგრამ იმას კი არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძეებთან ვიყოთ ჩახუტებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.