09.12.2021
- Advertisement -spot_img

თაკო ჩარკვიანი ხვიჩიაზე – “ხინკალზე დავნიძლავდითო” ამ მარიხუანის პლანტაციის მონამ…ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია”

თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას პასუხობს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა პოსტი:
“ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ “ესენი ” ყველანი პარლამენტში” შევლენ თუ არაო. “ესენი”: ნაციონალური მოძრაობა, მე -კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები, ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარია.

“ხინკალზე დავნიძლავდითო” ამ მარიხუანის პლანტაციის მონამ( გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია…თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი” – წეს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისათვის, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარტიის “კანონი და სამართალი” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.

“მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img