28.09.2021
- Advertisement -spot_img

„თალიბანის“ პრესსპიკერი – მუსიკა აკრძალულია

„თალიბანის“ ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა კვლავ აკრძალული იქნება, – ამის შესახებ „თალიბების“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ისლამი კრძალავს მუსიკას. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს არა ვაიძულებთ, არამედ დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,“- აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ ქალების უსაფრთხოების საკითხებზე შფოთვა “უსაფუძვლოა”. მისი თქმით, ქალებს არ დაავალდებულებენ დარჩნენ სახლში, ან პირისახე ყოველთვის დაიფარონ. ამასთან, მისი განმარტებით, მოთხოვნა, რომ ქალს თან ახლდეს მამაკაცი, გავრცელდება მხოლოდ სამდღიანი ან უფრო ხანგრძლივი მოგზაურობისას.

მუჯაჰიდმა ორი დღის წინ ავღანელი ქალები გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში მანამ, სანამ არ შეიქმნება შესაბამისი სისტემები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენი ძალები, რომლებიც ახალბედები არიან და ჯერ კარგად გაწვრთნილები არ არიან, შეიძლება ქალებს ცუდად მოექცნენ”, – აღნიშნა მუჯაჰიდმა.

1990 -იან წლებში, „თალიბანის“ მმართველობის დროს მუსიკა, ტელევიზია და კინო მეტწილად მკაცრად იყო აკრძალული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img