20.04.2024
- Advertisement -spot_img

თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ბაღლანის პროვინციაში სამი რაიონი დაიკავეს

1tv.ge

„თალიბანის“ წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ბაღლანის პროვინციაში სამი რაიონი დაიკავეს. საუბარია დეჰ სალეჰს, ბანოსა და პულ-ჰესარზე.

ადგილობრივი „ტოლო ნიუსის“ ცნობით, ბანოში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა, რის შედეგადაც არიან მძიმედ დაშავებულები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ „თალიბანის“ წარმომადგენლებს.

პანჯშირის პროვინციას შეაფარეს თავი ავღანეთის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ამრულაჰ სალეჰმა და აჰმად მასუდიმ, რომლებიც თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავენ. მასუდისთან დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ მათ მხარეს 6000-მდე მებრძოლი ჰყავთ, რომელთა შორის ავღანეთის შეიარაღებული ძალების წევრებიც არიან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img