23.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ ბარკალაია – წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება

წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოჯრის ბავშვთა სახლში მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ბენეფიციარებზე ძალადობის დადასტურებული არ არის.

„კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება დეინსტიტუციონალიზაციას შეესაბამება. ჩვენ წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთო ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან.

ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შს სამინისტრო კვლევას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის“, – განაცხადა ბარკალაიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img