18.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – ახალციხეში მომხდარი შემთხვევის კვლევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩავრთავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ექსპერტებს შეხვდებიან. მისივე თქმით, ფაქტის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება.

როგორც გაბუნია ამბობს, შემთხვევის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.

„დაგეგმილია ექსპერტებთან შეხვედრა. შემთხვევის შესწავლის პროცესი ხანგრძლივი არ იქნება. შესაძლოა, ამას 24 საათი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ. ასევე კვლევაში ჩავრთავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები საერთაშორისო ანგარიშგებას ექვემდებარება. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, რათა მიზეზშედეგობრივი ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“  მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img