14.08.2022
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადდებით დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ მთავრობამ შეზღუდვების გაუქმებაზე იფიქროს.

“ახლა პიკში ვართ, ამდენად არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული, რომ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი, რაც გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უკვე უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img