04.12.2021
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია: „AstraZeneca-სა და თრომბოემბოლიას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დასტურდება“

AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დადასტურდა – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით,  მიზეზ-შედეგობრივი კავშირი AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის არ არსებობს და იმავეს მიუთითებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაც, რომელიც აღნიშნულ კავშირს უარყოფს.

“დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე, სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს,” – აცხადებს თამარ გაბუნია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img