24.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, შესაძლებელია კიდევ ერთი ამდენი უსიპტომო ინფიცირებული იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ვერ ამჩნევს.

„ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია – 1% ან 2%. ჩვენ დღეს დაახლოებით, 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე ვართ და საწოლფონდის 45% თავისუფალია. ჩვენ ვიყენებთ ჯანდაცვის გაზომვების პროგნოზებს. დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევიდან შესაძლებელია კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათქმელია – შესაძლებელია იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 ათასზე, შეიძლება იყოს უფრო მეტიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე ეტაპზე არა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე ვისაუბროთ. მთავარია ვისაუბროთ ბინაზე და პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად ბინაზე დარჩენის შემთხვევაში და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img