23.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – ეკლესიის მხარდაჭერა სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში ეკლესიის ჩართულობა და ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხა, ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში ქვეყანას დიდ დახმარებას გაუწევს.

„ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური შეხედულებები და რწმენა ვაქცინაციასთან მიმართებით და არ შემიძლია, გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა.

საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა, მაგალითად ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, გრძელვადიანი მკურნალობა და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img