29.03.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – გაზომვების ინსტიტუტი გვეუბნება, რომ პიკში ვართ

ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

სხვა პროგნოზებით კი საქართველოში ვირუსის პიკი ჯერ არ დამდგარა და შემთხვევების რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება. 

„დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. 

არის პროგნოზი, რომლის მიხედვით ჯერჯერობით პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია. ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული, ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img