18.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში ძვირფას დროს ნუ დავკარგავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის მოლოდინში დრო არ უნდა დაიკარგოს და მოქალაქეები იმ ვაქცინებით უნდა აიცრან, რომლებიც ხელმისაწვდომია ახლა ქვეყანაში.

მინისტრის განმარტებით, Pfizer-ის გარანტირებული დოზები მობილიზებულია და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის საკმარისს ვაქცინას მივიღებთ, თუმცა მასზე არჩევანი გარკვეულ წილად ლიმიტირებული იქნება.

დღეს მომართვიანობა სინოფარმზე არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო პირველი პარტია სინოფარმის შემოტანის შემდეგ. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფაიზერს და ელოდება ფაიზერის შემოსვლას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეალისტურია მათი მოლოდინი და ეს მოლოდინის პროცესი მალე დასრულდება, როცა ჩვენ გადავალთ ფაიზერის ვაქცინაციის ფართო კამპნიაზე. 

ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომლებიც ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებულია საკმარისი, დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, ამდენად ეს არჩევანი, გარკვეულწილად, ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img