29.03.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია-ფაიზერის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება.

სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე. ვფიქრობთ, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს. როგორც თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთანაც, ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან. მისი თქმით, დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. „ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა „ფაიზერმა“ იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქიცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img