ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგიონებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ვაქცინაციის თვალსაზრისით რთული ვითარებაა. მინისტრის თქმით, თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქაარდა სიტუაციის მართვა ძალიან რთული იქნება.
“რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამა არ არის აქტიური, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი დაწესებულება მზად არის იმისთვის, რომ მივიდეთ და ავიცრათ. თუ ვაქცინაცია არ გააქტიურდა, ძალიან რთული იქნება სიტუაციიდან გამოსვლა.” – განაცხადა გაბუნიამ.