19.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – საქართველოში ჯერჯერობით ინდური შტამი დაფიქსირებული არ არის

საქართველოში ჯერჯერობით ინდური შტამი დაფიქსირებული არ არის – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას ახალ შტამებთან მიმართებაში, გაბუნიას განმარტებით, ბაზარზე არსებული ვაქცინები, ამ დროისთვის, ყველა შტამის შემთხვევაში ეფექტიანია.

“ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ და განსაკუთრებით ინდურ შტამთან მიმართებაში, ჯერ ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ბაზარზეა შემოსული, ეფექტურია შესაძლო გარკვეული მერყეობით.

ყოველ შემთხვევაში, „ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში, სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული ეფექტურობის შესუსტება, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროცესს”. – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img