20.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისის თვიდან გაფართოვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება, იმ დოზების ხარჯზე, რასაც ქვეყანა ზაფხულის პერიოდში და მის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა. 

“საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. უკვე ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და შემდეგ”. – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, ვაქცინების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება

“ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება. ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა”. – ამბობს გაბუნია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img