09.10.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც “ომიკრონის” ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

მისივე განმარტებით, სიმპტომები, რომელიც “ომიკრონის” მიმდინარეობას ახასიათებს, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა გაციების და გრიპის შემთხვევაში ჰქონდეს. ასეთ დროს საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img