19.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნია – „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება, ვაქცინაცია კი, მომავალი კვირიდან დაიწყება

სავარაუდოდ, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება და დაინტერესებულ პირებს ვაქცინის გაკეთება უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებათ, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა მიიღო. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ მანამდე გამოყენებას, ვიდრე მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდება.

„ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმოს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა, რათა განიხილოს ევროპაში მისი აკრედიტაციის აღიარების საკითხი.

მისი თქმით, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება და დაინტერესებულ პირებს ვაქცინის გაკეთება უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

გაბუნიამ დასძინა, რომ „სინოვაკი“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანია უკვე აცრილი, მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img