20.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ გაბუნიას განცხადებით, სექტემბრიდან საქართველოში ვაქცინების არჩევანს “ნოვავაქსი” და „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, “გვაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრიდან ჩვენი ვაქცინების არჩევანს “ნოვავაქსი” და „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება”.

თამარ გაბუნიას თქმით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირებისთვის, ქვეყანას 4 მილიონი ვაქცინის დოზა სჭირდება.

„დღევანდელი მონაცემებით 1 აცრა ჩატარებული აქვს 147 000 ადამიანს, და ორივე ვაქცინით კი 75 000 ადამიანია აცრილი. ეს, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია იმ სასურველი სამიზნის, რაც წლის ბოლომდე გვინდა იქნას მიღწეული. 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება და ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და შედარებით უფრო მოგვიანებით, სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img