24.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ კორძაია – ყველა დიდი კონფლიქტი ყოველთვის ყოფით ნიადაგზე იწყება

რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისში უნდა ჩავიდნენ და სიტუაცია განმუხტონ. მისი თქმით, უნდა მოხდეს დამნაშავეების იდენთიფიცირება, რადგან დმანისში არსებული სიტუაცია, შესაძლოა, ეთნიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. 

“ყველა დიდი კონფლიქტი ყოველთვის ყოფით ნიადაგზე იწყება. შევახსენებ, ბოლო კონფლიქტიც ისრაელში ყოფით ნიადაგზე დაიწყო… აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც, შეიძლება, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 

განცხადებების გაკეთებას, ჯობს ხელისუფლების წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ და დაეხმარონ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში.

აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების იდენთიფიცირება. კონფლიქტი დაიწყო გუშინ, კონფლიქტში დამნაშავეები არიან ისინი, ვინც მიუვარდნენ მაღაზიის მესაკუთრეებს”, – აცხადებს კორძაია. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img