20.04.2024
- Advertisement -spot_img

თამარ ჟვანია – კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა, დიდი ხანია არსებობს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი 2020 წლის არჩევნების პრობლემა არ იყო და დიდი ხანია ეს დღის წესრიგში დგას.

„ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა. კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ რამენაირად გამოასწოროს აღნიშნუილი პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი. ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჟვანიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img