14.06.2021
- Advertisement -

თბილისი ენერჯი გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის – გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისი ენერჯი გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის – გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და სემეკის 2019 წლის დადგენილებით 26 თეთრად ყიდის. ამ მიზეზით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს. ბოლო რამდენიმე თვეა თბილისი ენერჯი ითხოვდა და ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს, როგორც მოსახლეობას ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -