“თბილისი ენერჯი” მომხმარებლის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც ერთი ოთახიდან საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ აკრძალული დანადგარები.
“უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს.
გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯში გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები.
თბილისი ენერჯი – სრაფი რეაგირების სამსახური, 114″ – წერია “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.