08.12.2024

თბილისი ენერჯი ვაკანსიებს აცხადებს

კომპანია “თბილისი ენერჯი” ათეულობით ვაკანსიას აცხადებს.

“თუ თვლით, რომ ხართ კომუნიკაბელური, შეგწევთ უნარი მოუსმინოთ, იზრუნოთ და გადაჭრათ პრობლემები, მაშინ თქვენთვის ძალიან საინტერესო და აზარტულია გააცნობიეროთ, მიიღოთ და მოაგვაროთ ყველა საკითხი რასაც მომხმარებელი ითხოვს ბუნებრივი გაზის სფეროში. საქმისადმი ასეთი მიდგომით კი კომპანიის წარმატებაში მიიღებთ მონაწილეობას.

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომ „თბილისი ენერჯის“ დიდ და წარმატებულ გუნდს შემოუერთდნენ.
ჩვენთან თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ და გაიზარდოთ პროფესიულად და ამ ნაბიჯით თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ვაკანსიები:

  • ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის IT მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე
  • ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის Service Desk ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე
  • სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სამსახურის სისტემური პროგრამისტი-ტექნიკოსის პოზიციაზე
  • სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სამსახურის სისტემური პროგრამისტის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
  • ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე
  • ახალ აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე
  • სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) ზეინკლის დამხმარეს თანამდებობაზე
  • სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) ზეინკლის თანამდებობაზე
  • მომსახურების ცენტრის კონტროლიორის თანამდებობაზე
  • მომსახურების ცენტრის აღმრიცხველის თანამდებობაზე
  • მომსახურების ცენტრის ტექნიკოსის თანამდებობაზე
  • სატვირთო ავტომანქანის მძღოლის პოზიციაზე
  • ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე
  • კონკურსი კადრების შესარჩევად პროგრამისტის პოზიციაზე;
  • აირშემდუღებლის პოზიციაზე

ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

https://te.ge/ka/vacancy.html?fbclid=IwAR1MlVsjyKZcb36DSFvI_RLBcZBPo0M5Kf_od6ISs2mUGokgJ1H_eLPuVL8

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან კომპანიის ოფიციალური  ვებ-გვერდი   https://www.te.ge

  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img