23.11.2024

“თბილისი ენერჯის” რჩევები უსაფრთხოებისთვის

საკუთარი თავის და ირგვლივ მყოფების უსაფრთხოებისთვის გახსოვდეს ყოველ წელს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტს, ან სხვა კვალიფიციურ პირს შეამოწმებინე, რამდენად უსაფრთხოდაა დამონტაჟებული გაზის ქსელი და გაზდანადგარები.

🔹 არ დაგავიწყდეს‼️ გადაკეტე გაზქურა, როდესაც დაასრულებ საჭმლის მომზადებას, ყავის მოდუღებას, ან წყლის გაცხელებას.
ნუ შეუქმნი საფრთხეს საკუთარ ოჯახს და მეზობლებს.

🔹 გახსოვდეს‼ ვიდრე იქირავებ, იგირავებ, ან იყიდი ფართს დარეკე „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე და კომპანიის სპეციალისტებს შეამოწმებინე ფართში არსებული გაზის შიდა ქსელის და დანადგარების უსაფრთხოება
👉 მომსახურება უფასოა
☎️ დარეკე 2 404004

გაზზე მომუშავე ახალი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ, მის გამოყენებამდე, აუცილებლად დარეკეთ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე და შეამოწმებინეთ გაზის ქსელის გამართულობა სპეციალისტებს.

🔹 გაზის სუნის შემთხვევაში გახსოვდეს:
❗️ არ აანთო ასანთი
❗️ არ აანთოთ ნათურა
✅ გაანიავე ფართი
✅ დაკეტე გაზის ონკანები
✅ დატოვე შენობა და დარეკე სწრაფი რეაგირების სამსახურის ცხელ ხაზზე 114

🔹 თუ ბინაში არ ცხოვრობთ და დაკეტილია, თუნდაც დროებით, აუცილებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 2 404 004 და მოითხოვეთ გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტა. ხშირია შემთხვევა, როცა ბინაში გაზქურის რეზინის მილს თაგვი ღრნის და გაზი ჟონავს, რაც ძალიან დიდი რისკია აფეთქების. იყავი ყურადღებით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის.

🔹 არ გადააადგილო დამონტაჟებული გაზქურა. შეიძლება რეზინის მილი დაზიანდეს, გაზმა გაჟონოს და ბინა აფეთქდეს

🔹 არ შეიძლება გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა, ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ბუნებრივი აირის გაჟონვისა და აფეთქების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ეს საქმე ლიცენზირებულ გაზის სპეციალისტებს მიანდოთ.

🙏 გაითვალისწინეთ “თბილისი ენერჯის” რჩევები უსაფრთხოებისთვის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img