24.04.2024
- Advertisement -spot_img

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ადგილზე ხმაურია

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ იქ, სადაც „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ადგილზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის კონსტრუქციები.

ცოტახნის წინ ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, თუმცა მთელ პერიმეტრზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰომოფობიურ შეძახილებს სკანდირებენ და ლგბტ თემის მხარდამჭერებს ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ესვრიან.

„თბილისი პრაიდის“ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კინოჩვენება, სადაც მიწვეულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები. სტუმრები ღონისძიებაზე ჯერჯერობით არ მისულან. ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში იგეგმება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img