19.04.2024
- Advertisement -spot_img

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა” და პარტია “ქართული იდეის” წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ. ორგანიზაციების წევრები, ღამე კარვებში დარჩებიან. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ იმავე ადგილას 5 ივლისს დაანონსებულ პრაიდს

როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, პრაიდის მონაწილეებს გადაადგილებაში ხელს შეუშლიან წაართმევენ ბანერებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. მისივე თქმით, თუ ხვალინდელ აქციას მსხვერპლი მოჰყვება, ამაზე პასუხისმგებელი ამერიკის საელჩო და საქართველოს ხელისუფლებაა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img