30.07.2021
- Advertisement -spot_img

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

5 ივლისს მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო და აღნიშნულით მან შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

მანამდე, კიდევ ერთ დაკავებულს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დარჩენილი 6 პირის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img