18.04.2024
- Advertisement -spot_img

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი მდუმარე აქციის მონაწილეებთან მიახლოებას შემოვლითი გზით ცდილობს – პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ქაშუეთის ეკლესიასთან იდგნენ, ნაწილი გამოეყო და კინო „რუსთაველის“ ტერიტორიიდან შემოვლითი გზით ცდილობს მიუახლოვდეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.

ისინი აქციის მონაწილეების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან. ამ წუთებში ისინი განთავსებულნი არიან როგორც ქაშუეთის ეკლესიასთან, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან.

ტერიტორიაზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციას გაკეთებული აქვს ცოცხალი ჯაჭვი, რითაც ერთმანეთისგან ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეებს ჰყოფს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img