19.04.2024
- Advertisement -spot_img

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

“თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის მანქანებში ჩასვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილები ისმის. ძალადობრივი ჯგუფები ამბობენ, რომ პრაიდის კვირეულის ჩაშლას აპირებენ, მათ შორის აპირებენ კვირეულის პირველი ღონისძიების ჩაშლასაც. 

შეგახსენებთ, რომ ადგილზე, სადაც “თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავები პრაიდის მოწინააღმდეგეებს კვირეულის ორგანიზატორებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img