29.03.2024
- Advertisement -spot_img

თბილისის აეროპორტში მგზავრის ბარგში 2 კილო კოკაინი აღმოაჩინეს

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში მგზავრის ბარგში 2 კილოგრამამდე დაფასოებული კოკაინი აღმოაჩინეს. შედეგად, 1979 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

დანაშაული 8-დან 25 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოტიკი, მოქალაქემ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანსიტული გზით საქართველოში შემოჰქონდა. 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img