19.03.2024
- Advertisement -spot_img

თბილისის მერია – გამოვავლინეთ პირები, რომელთაც სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული.

მერიის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

„თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img