შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რამდენიმე ადგილას ერთდროულად სპეცოპერაციას ატარებს.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას უკავშირდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიცია.
სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უცნობია. ასევე, ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები.
შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.