თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები.
მოსამართლემ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სხდომას მედიის წარმომადგენლები დაესწრონ.
სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. ის ცოტა ხნის წინ მიიყვანეს სასამართლოში.
საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს. დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.