29.03.2024
- Advertisement -spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

დაპირისპირება ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვდნენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა „სრული სამართლებრივი აბსურდია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე თითქმის ნახევარი საათია გრძელდება. მოსამართლე მათ დამშვიდებისკენ მოუწოდებს, თუმცა ხმაური ჯერჯერობით გრძელდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img