თბილისში, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ინდოეთის მხარემ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, განდის ღირებულებები და ფილოსოფია, ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც ეს წინა ათწლეულების განმავლობაში იყო. ცერემონიას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.