28.09.2021
- Advertisement -spot_img

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა

მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის დღეს იმყოფებოდა ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერიამ, სპეციალისტების დახმარებით, მეწყრული პროცესის შეჩერება შეძლო.

„მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. სამუშაოები დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ჯერ დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img