19.04.2024
- Advertisement -spot_img

თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მემორიალის კომპოზიცია ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან შედგება, სადაც დამონტაჟებულია განათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

მემორიალი რომლის ავტორიც მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, იანვარში დაიდგა. ირაკლი წულაძემ 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img