თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია 6 ნოემბერს, შაბათს გაიმართება.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართებოდა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ოპოზიციის წევრებს თარიღი შეეშალათ.
ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაზე გუშინ, 31 ოქტომბერს რუსთაველის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მათი ცნობით, აქციები კვირის დღეებში რეგიონებში, დასკვნითი კი შაბათს, თბილისში გაიმართება.