თბილისში, პეკინის 41-ე ნომერში დევნილების ე.წ. საერთო საცხოვრებელში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10-მდე ჯგუფი მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.