04.12.2021
- Advertisement -spot_img

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“, – აღნიშნა კალაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img