18.09.2024
- Advertisement -spot_img

თბილისში საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის დარიცხვა პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

პირველი სექტემბრიდან, თბილისში, საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის დარიცხვა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო ბარათზე მიბმული იქნება სამგზავრო ვადიანი აბონემენტი.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა საბანკო ბარათებზე. როგორც „თიბისი ბანკთან“, ასევე, „საქართველოს ბანკთან“ შეთანხმება მიღწეულია და პირველი სექტემბრიდან ამ პროექტის ჩაშვება და განხორციელება შესაძლებელი იქნება. თქვენს საბანკო ბარათზე მიბმული იქნება სამგზავრო ვადიანი აბონემენტი.

ცალკე აბონემენტის შეძენა არ დაგჭირდებათ, ხოლო ვისაც უკვე ნაყიდი აქვს აბონემენტი, მათი მოქმედების ვადა როგორც კი ამოიწურება, მომდევნო შენაძენი შესაძლებელია, განხორციელდეს პირდაპირ საბანკო ბარათზე მიბმის გზით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ახალი პოლიტიკის ეტაპი: როგორ ვითარდება გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ალიანსის იდეა

დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა და მათი პოზიციების გამოხატვა, პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე მნიშვნელოვან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img