23.11.2024

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

თბილისის მერიის ცნობით, 5 იანვრიდან დედაქალაქში ახალი სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო, რომელიც წინასწარ განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა. 

“დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას მეტრომანის გამოყენებითაც შეძლებენ”. – თქვა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა. 

2022 წლის თებერვლიდან ძალაში სრულად შევა ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ამჟამად არსებულ მოდელს აუქმებს და ახლით ანაცვლებს.

მოქალაქეები 7 სახის აბონემენტით სარგებლობას შეძლებენ, მათგან ყველაზე იაფი ერთჯერადი პაკეტია, რომლის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და 90 წუთის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობის უფლებას იძლევა.

აბონემენტები შემდეგგვარია:

  • ულიმიტო 90-წუთიანი, ღირებულება – 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი, ღირებულება – 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი, ღირებულება – 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი, ღირებულება – 40 ლარი; 
  • ულიმიტო 3-თვიანი, ღირებულება – 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი, ღირებულება – 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი, ღირებულება – 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img