20.04.2024
- Advertisement -spot_img

თეა გოდოლაძე: “ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ ვაწარმოებთ, გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო“

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  თეა გოდოლაძის განცხადებით,  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს. როგორც ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა, კომპანიამ, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა „სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ტერიტორიიდან ფაქტობრივად გააგდო“.

„მონიტორინგის სისტემა, რაც გვქონდა დამონტაჟებული და რითაც დავდეთ კვლევა, იმ კომპანიამ, რომელმაც იქ მუშაობა დაიწყო, გაგვინადგურა. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, მაგრამ როცა იქ ავედით, ყველაფერი რაც კი გავაკეთეთ, განადგურებული დაგვხვდა. იმისთვის, რომ არ დაგვზიანებოდა ძვირადღირებული აპარატურა, სასწრაფოდ მოვხსენით მეწყრიდან. როცა ვიკითხეთ, რატომ გააკეთა ეს კომპანიამ – აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს, აბსოლუტურად არ იყვნენ კოორდინაციაში. ჩვენ გვეგონა, რომ ერთობლივად მოვახდენდით მუშაობას, ერთად ავაწყობდით მონიტორინგის სისტემას – თურმე ეს ასე არ არის. თურმე მერიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კომპანიას დამოუკიდებლად უნდა გაეკეთებინა მონიტორინგი. პირდაპირ ვერ გვითხრეს წადითო, მაგრამ გაგვაგებინეს, ახლა ჩვენ ვართ და თქვენ გაჩერდითო“, – განაცხადა გოდოლაძემ.

მისი თქმით, მეწყერზე დაკვირვებას ვეღარ ახერხებენ, რადგან ადგილები, საიდანაც ხდებოდა მეწყრის მოძრაობის შესწავლა, კომპანიის ტრაქტორებმა გაანადგურეს. გოდოლაძის ინფორმაციით, მეწყერზე მომუშავე კომპანიამ ვერც გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნების წარდგენა მოახერხა.

„ყველა წერტილი მოშალეს, საიდანაც ვაკვირდებოდით მოძრაობას, მეწყრის სახე წაიშალა, რეალურად იქ ადგილზე აღარაფერია, რაზეც დაკვირვება მოხდება. ახლა არსებული მონიტორინგი არასაკმარისია. როცა კომპანიას ვთხოვეთ წარმოედგინათ ნახაზი, დასკვნა, თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, მსგავსი სამუშაოების შესრულების ფაქტობრივად ერთ ფურცელიც ვერ გვანახეს. ვკითხეთ თუ რა იდო რაპორტში, რა სახის რეკომენდაციები გასცა გერმანულმა მხარემ – ამაზე გვიპასუხეს, რომ „ზუმ ქოლით“ აქვთ კოორდინაცია. რეალურად „ზუმ ქოლის“ სპეციალისტების იმედად ვართ დარჩენილები. რაც შეეხება მერიას, მერიასთან არანაირი კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, მივედით და რეალურად გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო, ჩვენც წამოვედით, რა უნდა გვექნა“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „პოლიტნიუსთან“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img