16.10.2024
- Advertisement -spot_img

თეა კატუკია – საგარეო უწყებამ მკაფიოდ მითხრა, რომ პრემიერს უნდოდა, ელჩის პოსტი დამეტოვებინა

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება “მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო” და რომ მას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში “ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას” უთხრეს.

“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს”. – ამბობს თეა კატუკია.

თეა კატუკიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 1-ლ ივლისს განაცხადა და მიზეზად ზეწოლა დაასახელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თეა კატუკიამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img