15.10.2024
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი – იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა

მგონია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, კიდევ ბევრ რეფორმას გავატარებთ, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს და იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა.

რასაკვირველია, არა მხოლოდ ჩვენნაირ მსგავს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი, რეფორმები საჭიროა და უნდა გატარდეს. რაც გატარდა, იმის იმპლემენტაცია უნდა გაძლიერდეს, რაც გასატარებელია უნდა გატარდეს, მაგრამ დღის წესრიგში დღეს სხვა საკითხია. დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ ველოდებით ამ სიტყვას და ამ სიტყვის შესაბამისი პოზიციებიც გვექნება. რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას, რადგან პროგრესის გარეშე არ არსებობს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img