29.03.2024
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი – კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

“მე ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამხოლოდ ერთმა მხარემ, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია.” – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

აწულუკიანმა კომენტარი გააკეთა რობერტ სტურუასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობიდან სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. 

“ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. […] 

რამდენადაც ვიცი, ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ არ მისულა. იმედია, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარულიო. მინდა ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. 

ბატონ რობერ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა, რომ ის წასლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას, ყველამ ერთად, პირველ რიგში, მსახიობებმა და მინისტრმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს. კარგი იქნება, თუ შევწვეტთ მასზე თავდასხმებს.” – განაცხადა წულუკიანმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img