27.07.2021
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი – ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის მსხვერპლი არ არის

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე საუბრისას ამბობს, რომ ის 5 ივლისის მსხვერპლი არ არის. თეა წულუკიანის თქმით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზე განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია.

“მსხვერპლი არ ყოფილა 5 ივლისს. მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდედ ოღონდ ეს იყო თუ არა იმის მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, არ ვიცი რას ფიქრობთ, რომ იყო, ყოველ შემთხვევაში ბევრი ადამიანი, ალბათ, არის, ვინც ასეც ფიქრობს, ჩემნაირად, ვინც ფიქრობს სხვანაირად, მაგრამ მთავარი არც ის არის მე რას ვფიქრობ და რას ფიქრობენ სხვები. დღეს ჩვენ ვართ ვარაუდებში. მნიშვნელოვანია დაველოდოთ შედეგს. ამ ძალადობას, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს, არ მოჰყოლია გარდაცვალება არც 5-ში, არც 6-ში. პაციენტი, რომელიც გაეწერა ბინაზე, მისი ტომოგრაფია იყო აბსოლუტურად, სავსებით ნორმალური, როგორც ამბობს ექიმი”, — ამბობს წულუკიანი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img