14.06.2021
- Advertisement -

თეა წულუკიანი – მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის

გელათში არსებულ სიტუაციაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროებითი დახურვა გელათის ტაძარს დაიცავს წყლის ჩასვლისგან. წულუკიანმა მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ შეფასებებისგან და ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები.

“მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის.

დროებითი გადახურვა, რომელიც რბილად რომ ვთქვა, არ უხდება ამ ძეგლს, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის. წარსულში ჩასული წყლის გამო, იმ ფილტრაციის გამო, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში. კიდევ ერთხელ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე… მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი.

ასევე მან აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე განთავსებულ ხარაჩოებზე სიარულისგან თავი შეიკაონ.

მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოთხოვა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის, რაზეც უწყებამ თანხმობა მისცა.

2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს.” – განაცხადა წულუკიანმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -